Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი

არაბთა გაერთიანებული საამიროების სასტუმროების ქსელის, Jumeirah-ს ფეშენებელური კურორტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული: ფრანკფურტით, რომით, ლონდონით, სტამბულითა და ბოდრუმით დაწყებული, მალდივის კუნძულებით დამთავრებული. Jumeirah-ს სათავო ოფისი კი საამიროების სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქში - დუბაიშია ბაზირებული.

სწორედ დუბაის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს ელიტარული კურორტი Madinat Jumeirah, რომელიც თავის მრავალრიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად სთავაზობს საამიროებში ყველაზე დიდ მოედანს - Fort Island-ს. ამ უნივერსალურ, ღია ცის ქვეშ  მდებარე მოედანს სულ ცოტა ხნის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ის სამჯერ გაიზარდა და მისმა ფართობმა 1750 კვ.მ-ს მიაღწია. Fort Island-ი საუკეთესო ადგილია ბანკეტების, სადღესასწაულო საღამოების, გამოფენების, პრეზენტაციების, კონცერტების, ქორწილების, სპორტული ღონისძიებებისა და ფესტივალების ჩასატარებლად.

თუ მანამდე განახლებული Fort Island-ის კოქტეილ-ფართის დარბაზი 425 ადამიანს იტევდა, გაფართოების შემდეგ დარბაზის დამტეობა 1400 კაცამდე გაიზრდება, ხოლო დასაჯდომი ადგილების რაოდენობა - 1100-მდე. მოედანი ასევე შეიცავს ახალ გაფართოებულ სივრცეს reception-ზონით, სახურავზე განთავსებულ ტერასას და სტუმრების მოსასვენებელ ზონას. Fort Island-ი, რომელიც  უშუალოდ საკურორტო ზონის სიახლოვესაა განლაგებული, ყოველი მხრიდან  არხებითაა გარშემორტყმული.

2003 წელს აშენებული Fort Island-ის მოედანი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც დუბაის ისტორიისა და კულტურის სიდიადის წარმოსაჩენი არქიტექტურული ძეგლი. მისი ავტორების შთაგონების წყარო გახლდათ ციხესიმაგრე ალ-ფახიდი, რომელიც სპარსეთის ყურის სანაპიროსთან ახლოს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ აიგო. და მართალია, Fort Island-ის ექსტერიერი ციხესიმაგრის ავთენტურ სახეს იმეორებს, მაგრამ მისი შიდა სივრცე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფუნქციური დანიშნულებისაა. Fort Island-ი აღმოსავლური კურორტის - Madinat Jumeirah-ის ცენტრშია განლაგებული. ღია ცის ქვეშ მდებარე მოედნიდან პანორამული ხედი იშლება სპარსეთის ყურეში, სანაპიროსთან ახლოს,  წყალში აშენებულ სასტუმრო Burj Al Arab Jumeirah-ზე, რომელსაც უზარმაზარი იალქნის ფორმა აქვს.

Fort Island-ზე მოსახვედრად სტუმრებს ორი არჩევანი აქვთ: ან ოთხი ხიდიდან  ერთ-ერთის გავლა მოუწევთ, ან შეუძლიათ დანიშნულების ადგილს ტრადიციული ხის ნავებით, „აბრათი“, მიაღწიონ.  ეს უნიკალური მოედანი სულ ორი ნაბიჯითაა დაშორებული ხალხმრავალ აღმოსავლურ ბაზარს - Souk Madinat-ს, 600-ადგილიან ღია ამფითეატრს, თეატრ Madinat Theatre-სა და უხლოეს სასტუმრო Jumeirah Mina A’Salam-ს.

Fort Island-ის განუყოფელი ნაწილია  Madinat Jumeirah’s Conference Centre-ი , რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი მოედანი კონფერენც-ჰოლის ტევადობას 9000 ადამიანამდე გაზრდის, ხოლო მისი ფართობი 10 000 კვ.მ-ს მიაღწევს. კონფერენც-ცენტრი წლებია, უცვლელად მასპინძლობს ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებს, როგორიცაა დუბაის საერთაშორისო კინოფესტივალი (DIFF) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ის ასევე გამოფენა Art Dubai-ის სპონსორიცაა.

კურორტი Madinat Jumeirah თავის ტერიტორიაზე სტუმრებს სთავაზობს მრავალფუნქციური ღია და დახურული მოედნების დიდ არჩევანს, რომლებიც შეიცავენ მოსალაპარაკებელ ოთახებს, ბანკეტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებელ დარბაზებს, ხოლო საქმიანი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებს ელით 40 რესტორანი, რომელთა კარი ღიაა ახლომდებარე ოტელების Jumeirah Mina A’Salam-ის, Jumeirah Al Qasr-ისა და  Jumeirah Dar Al Masyaf-ის მობინადრეებისთვის.

 

წინა სტატია

როგორ იქცა Master Chief-ი Microsoft-ის კვლევისა და განვითარების შეფად
25 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
28 დეკემბერი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა