რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

დღეს 1 დოლარი 72.3 რუსული რუბლი ღირს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ოქტომბერში რუბლი 60 ნიშნულზე გამყარდა, მაგრამ ნოემბრიდან ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა. ევროს მიმართ რუბლი 79-ის ნიშნულზეა, მაგრამ ეს მაქსიმუმი არ არის, რადგან გასული წლის დეკმებერში 1 ევრო 86 რუბლი ღირდა.

რუსული რუბლის გაუფასურების გაგრძელება ნავთობზე ფასების კლებამ გამოიწვია. დღეს ბრენტის ხარისხის ბარელი ნავთობი 37 დოლარი ღირს, როცა ერთი თვის წინ 45 დოლარი ღირდა. ნავთობზე და გაზზე მოდის რუსეთის ექსპორტის 60%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტის 30%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *