ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 51 მილიონით გაიზარდა

2015 წლის ნოემბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა ჯამში 51 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 34 მლნ ლარით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები - 124 მლნ ლარით, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 107 მლნ ლარით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლოს ჩათვლით ლარში განხორციელებული დეპოზიტები ჯამში 344 მლნ ლარითაა შემცირებული, მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 157 მლნ ლარით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები ნოემბერში 0.3 მლნ ლარით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 69.7% შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 10.6 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.8%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 8.4%.

წინა სტატია

ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 21 პროცენტს მიაღწია
29 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

29 დეკემბერი, 2015
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა