2015 წელს საქართველოში 2.2 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 2.2 %-ით გაიზარდა. 2014 წელს 2 229 094 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წელს 2 278 562.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წელს 7%-ით გაიზარდა. 2014 წელს 5.5 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წელს კი 5.9 მილიონი. ყველაზე მეტი (150 329) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 115 197 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 99 730 ვიზიტორით.

უკვე ცნობილია 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რაც 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს და 8%-ით (113 მილიონი დოლარით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

წინა სტატია

ვიზალიბერალიზაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები
30 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოს საგარეო ვალმა 14.4 მილიარდ დოლარს მიაღწია
08 იანვარი, 2016
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა