Apple Music–ის მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება

Apple Music-ის მომხმარებელთა რაოდენობა 3 თვის განმავლობაში 3,5 მილიონით გაიზარდა და 10 მილიონ ადამიანს მიაღწია. წინასწარი პროგნოზების მიხედვით, 2016 წელს Apple-ის მუსიკალური სერვისის აუდიტორია 20 მილიონამდე გაიზრდება.

2015 წლის ოქტომბერში Apple-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ Apple Music-ის მომსახურებისათვის  6.5 მილიონი  მომხმარებელი იხდის საფასურს. დამატებით 8.5 მილიონი იუზერი სერვისს ტესტირების რეჟიმში იყენებს. Apple Music-ის მთავარმა კონკურენტმა Spotify-მ ივნისში განაცხადა, რომ მისი მომხმარებლების რაოდენობა უკვე 20 მილიონს აღწევს.

წინა სტატია

აპირებს თუ არა Apple-ი ავტომობილის გამოშვებას
11 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

2015 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 2.8 მილიარდი ლარით გაიზარდა
12 იანვარი, 2016
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა