2015 წელს საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 23%-ით (657 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 10%-ით (869 მილიონი დოლარით). 2015 წელს 2.2  მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2014 წელს 2.9 მილიარდი დოლარის. საქართველოს ექსპორტმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, აქედან გამომდინარე, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით ექსპორტი 24.3%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 3.6%-ით.

2015 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 212 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 იანვარს გამოქვეყნდება.

წინა სტატია

2015 წელს ფულადი გზავნილები 361 მილიონი დოლარით შემცირდა
15 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

2015 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 4.7 პროცენტით გაძვირდა
15 იანვარი, 2016
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა