2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა მუხლი თითქმის 100 პროცენტით შესრულდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბიუჯეტი წლის განმავლობაში 2-ჯერ შეიცვალა, მათ შორის ბოლო ცვლილება უკვე წლის ბოლოს, დეკემბერში განხორციელდა. მიმართულებებს, სადაც თანხების ათვისება გეგმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა, გეგმები შეუმცირდა, ხოლო სადაც გადახარჯვა იყო, იქ გეგმები გაიზარდა (მაგალითად 96 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი). ასევე, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, კაპიტალური ხარჯების (არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი) გეგმა 93 მილიონი ლარით შემცირდა. ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობები 101.2%-ით შესრულდა, ხოლო გადასახდელები - 100.6%-ით.

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო გრანტების და ვალის სახით დაგეგმილზე 83 მლნ ლარით მეტი შემოვიდა, რაც ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა. დოლარში გამოხატულ საგარეო დაფინანსებაში აღნიშნული ზრდა არ ყოფილა. ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 27 მლნ ლარით გადააჭარბა დაგეგმილს, რაც სახელმწიფო შესყიდვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი - 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები:

ბიუჯეტის მუხლები

გეგმა

ფაქტი

სხვაობა

შესრულება, %

შემოსავლები

8048.9

8146

97.1

101%

გადასახადები

7520

7550

30

100%

გრანტები

238.9

291

52.1

122%

სხვა შემოსავლები

290

305

15

105%

ხარჯები

8090

8133

43

101%

ადმინისტრაციული

2296

2323

27

101%

ვალის მომსახურება

327

327

0

100%

სუბსიდიები და გრანტები

1512

1517

5

100%

სოციალური უზრუნველყოფა

2802

2802

0

100%

სხვა ხარჯები

1153

1164

11

101%

საოპერაციო სალდო

-41.1

13

54.1

-32%

კაპიტალური ხარჯები

681

680

-1

100%

არაფინ. აქტივებს კლება

280

287

7

103%

მთლიანი სალდო

-401

-393

8

98%

ფინანსური აქტივების ცვლილება

343.5

373

29.5

109%

ბიუჯეტის დეფიციტი

-785.6

-753

32.6

96%

ვალის აღება

1331

1362

31

102%

საშინაო

315

315

0

100%

საგარეო

1016

1047

31

103%

ვალის დაფარვა

420

444

24

106%

ნაშთის ცვლილება

125

188

63

150%

 

წინა სტატია

2015 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 172 მილიონი ლარი შევიდა
21 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

რუბლი გაუფასურების რეკორდებს ხსნის
21 იანვარი, 2016
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა