რის ხარჯზე ივსება საქართველოს ბიუჯეტი

საქართველოს 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა (ყველა სახის შემოსავლის ჯამმა) 10 739 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 74.6% (8 მილიარდი ლარი) საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. მეორე ადგილზეა ვალის აღება 1.4 მილიარდი ლარით.

საგადასახადო შემოსავლების 44% დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) მოდის, ხოლო 28% საშემოსავლო გადასახადზე. მოგების გადასახადმა 1 მილიარდ 25 მილიონი ლარი შეადგინა.

პრივატიზაციიდან და რადიოსიხშირის გამოყენების ლიცენზიის გაყიდვიდან შემოსავალმა 355 მილიონი ლარი შეადგინა.

ცხრილი: საქართველოს 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები (შიდა ტრანსფერების გამოკლებით), მილიონ ლარებში:

შემოსულობები სულ

10739

ჯამიწილი

გადასახადები

8011

74.6%

დამატებული ღირებულების გადასახადი

3505

32.6%

საშემოსავლო გადასახადი

2223

20.7%

მოგების გადასახადი

1025

9.5%

აქციზი

871

8.1%

ქონების გადასახადი

290

2.7%

იმპორტის გადასახადი

69

0.6%

სხვა გადასახადები

26

0.2%

უცხოური გრანტები

285

2.7%

სხვა შემოსავლები

636

5.9%

შემოსავლები საკუთრებიდან

147

1.4%

საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია

210

2.0%

ჯარიმები და საურავები

124

1.2%

ნებაყოფლობითი ტრანსფერები

59

0.5%

სხვა

96

0.9%

შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან

355

3.3%

პრივატიზაცია

173

1.6%

რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიიდან

182

1.7%

შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან

73

0.7%

ვალის აღება

1379

12.8%

საშინაო

333

3.1%

საგარეო

1047

9.7%

 

წინა სტატია

ფანჯარა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე
22 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

კენიაში შესაძლოა Netflix–ი აკრძალონ
22 იანვარი, 2016
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა