სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა 2.48-ს მიაღწია

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.44-ია, თუმცა ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე (საიდანაც ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს ადგენს) დღეს ლარის კურსმა 2.48-ს მიაღწია.

ლარის გაუფასურების ტრენდზე დაბრუნება, ძირითადად ბოლო დღეებში საქართველოს მეზობელი და ამავე დროს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მნიშვნელოვნად გაუფასურებას უკავშირდება.

ფორბსთან საუბარში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ „მართალია ბოლო დღეებში გაძლიერდა საგარეო ფაქტორების ზეწოლა, მაგრამ ერთ დღეში 3 თეთრით გაუფასურება აშკარად პანიკის ელემენტებს მოიცავს. მოსახლეობას დაუგროვდა საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება ლარის კურსის მიმართ. ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა შემცირებულია. გაუფასურების კონტრზომებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურების ახალ ტრენდში შიდა ფაქტორების წილი მინიმალური შეიძლება იყოს, ხელისუფლება - მთავრობაც და ეროვნული ბანკიც უნდა გააქტიურდნენ კოორდინირებულად. აუცილებელია ბიუჯეტიდან ყოველდღიური ხარჯვაც კი არ იყოს დეფიციტური. მთავრობამ დეპოზიტზე უნდა დააგროვოს მიღებული შემოსავლების ნაწილი. თუ ლარის გაუფასურება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯები უნდა შემცირდეს. უახლოეს პერიოდში, პანიკის ელემენტის კურსიდან მოსახსნელად გარკვეული სავალუტო ინტერვენცია იქნება საჭირო. საშუალო ვადიან პერიოდში კი მთავრობამ უნდა დააჩქაროს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება, მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც დოლარის მნიშვნელოვან ნაკადს შემოიტანს ქვეყანაში.

წინა სტატია

კენიაში შესაძლოა Netflix–ი აკრძალონ
22 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალურმა კურსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
22 იანვარი, 2016
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა