2015 წელს ლარში განთავსებული დეპოზიტები 317 მილიონით შემცირდა

2015 წელს ლარში განთავსებული დეპოზიტები 317 მილიონით შემცირდა

2015 წელს საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 317 მილიონი ლარით (6.4%-ით) შემცირდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 107 მილიონი ლარით, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 314 მილიონი ლარით შემცირდა. მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 104 მილიონი ლარით გაიზარდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 2015 წელს 564 მილიონი დოლარით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 70% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 60% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 10.9 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.7%-ია, ერთი წლის წინ 4.6% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.6%-ია, ერთი წლის წინ 7.5% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *