2015 წელს ლარში გაცემული სესხები 605 მილიონი ლარით გაიზარდა

2015 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 605 მილიონი ლარით გაიზარდა (აქედან 323 მილიონი მთავრობამ ისესხა), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 123 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 64.5%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 61% იყო.

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 40 მილიონი ლარით გაიზარდა და 292 მილიონი ლარს მიაღწია. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.8%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. 2015 წლის პირველ იანვარს აღნიშნული მაჩვენებელი 1.9% იყო.

2015 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9% პუნქტით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 10.3%-ს გაუტოლდა.

წინა სტატია

2015 წელს ლარში განთავსებული დეპოზიტები 317 მილიონით შემცირდა
27 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

Apple-მა iPhone-ების გაყიდვის ზრდის რეკორდულად დაბალი ტემპის შესახებ განაცხადა
27 იანვარი, 2016
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა