ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ერთი ადგილით ჩამოქვეითდა

"Heritage Foundation"-მა 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველო მსოფიოში 23-ეა, რაც მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ნიშნავს, თუმცა, გასულ წელს საქართველოს 22-ე ადგილი ეკავა. ევროპის მასშტაბით კი საქართველოს მე-12 ადგილი უჭირავს. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 0.4-ით შემცირდა და 72.6 შეადგინა (მაქსიმუმია 100). ჯამობრივი ქულის შემცირება გამოიწვია შემდეგ კრიტერიუმების ქულის გაურესებამ: ბიზნესის თავისუფლება (-2.1 ქულა), შრომის თავისუფლება (-4.2 ქულა) და მონეტარული თავისუფლება (-2.2 ქულა). გაუმჯობესდა კორუფციისგან თავისუფლების (+3.0), ფისკალური თავისუფების (+0.4) და მთავრობის ხარჯების (+1.5) ქულა.

კვლევა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (40) კერძო საკუთრების დაცვაში აქვს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის კორუფციისგან თავისუფლება 52 ქულით, მსოფლიოში კი ამ მაჩვენებლით 51-ე ვართ. ყველაზე მაღალი ქულა (88.6) საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს და მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს.

ინდექსის მიხედვით, სრულად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნად მსოფლიოში მიჩნეულია მხოლოდ: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია.

წინა სტატია

გემოს შემქმნელი
29 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარით გაიზარდა
01 თებერვალი, 2016
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა