ფრანგულ სუპერმარკეტებს გაუყიდავი საკვები პროდუქტის გადაყრა აეკრძალათ

საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას უკრძალავს. კანონის თანახმად, სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და კვების ბანკებს გადასცენ. საფრანგეთის სენატმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონს. კანონის დამრღვევი მარკეტების მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან. 

კანონი სუპერმარკეტებს ასევე ავალდებულებს, 2016 წლის განმავლობაში ხელშეკრულება დადონ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთის ერთი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 20-დან 30-მდე კილოგრამამდე საკვებს ყრის, საერთო ჯამში ნაგავსაყრელზე წლის განმავლობაში 13,4-22,4 მილიარდი ევროს პროდუქტი იყრება. გაერო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული ყველა სახის საკვები პროდუქტის მესამედი - 1,3 მილიარდი ტონა იყრება, რაც ჯამში 750 მილიარდ დოლარს უდრის.

წინა სტატია

დაურეგისტრირებელი მიწების დილემა
09 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

იოკო – ჯონის გარეშე
09 თებერვალი, 2016
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა