Opel-ი 2017 წელს ელექტროავტომობილის პრეზენტაციას გეგმავს

Opel-ი, რომელიც საავტომობილო კონცერნ General Motors (GM)-სს ეკუთვნის, 2017 წელს საკუთარი ელექტროავტომობილის პრეზენტაციას გეგმავს. ახალი ავტომობილის დასახელება იქნება, Ampera-e და ის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდება, განაცხადა General Motors-ის ხელმძღვანელმა, მერი ბარამ. ავტომობილი 5-ადგილიანი იქნება და დამუხტვის გარეშე გარბენის ხანგრძლივობის მიხედვით, უკვე არსებული ელექტრომობილების უმრავლესობას აჯობებს. ახალი მოდელები აღჭურვილი იქნება პლასტმასის აკუმულატორით, რომელიც  განთავსებული იქნება მანქანის სალონის იატაკზე. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელი ხდება 5 მგზავრის ერთდროული მოთავსება სალონში ისე, რომ ადგილი საბარგულისთვისაც რჩება.

Ampera-e წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ სხვა მოდელების განახლებულ ვერსიებთან ერთად. ელექტრომობილი გახდება e-Up!-ის და  e-Golf-ის კონკურენტი, რომელთა წარმოება Volkswagen-მა 2014 წელს დაიწყო.

წინა სტატია

ახალი ვირუსი Skype-ის მომხმარებლების საუბარს იწერს და პირად მონაცემებს იპარავს
11 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

12 თებერვალი, 2016
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს
საქართველო | დეკ, 25, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა