საქართველოს ექსპორტი და იმპორტი კვლავ მცირდება

საქართველოს ექსპორტი და იმპორტი კვლავ მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარში, 2015 წლის იანვართან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 22%-ით (34 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 25%-ით (133 მილიონი დოლარით). თუმცა, თუ მიმდინარე წლის იანვრის ექსპორტს  2014 წლის იანვარს შევადარებთ, 45%-ით (101 მლნ დოლარი) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებლებსაც.

2016 წლის იანვარში საქართველოს საქონლით ექსპორტმა 122.2 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 405.6 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 283.4 მლნ დოლარი იყო, რაც 2015 წლის უარყოფით ბალანსზე 99 მლნ დოლარით ნაკლებია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *