იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.2 პროცენტით გაძვირდა

იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის იანვართან შედარებით 4.1%-ით არის გაზრდილი. 2005 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 77.4%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 2.1%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 4.6%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 15%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 18%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 25%-ით. 19%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *