იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალმა 13.5 მილიარდ ლარს მიაღწია

იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალმა 13.5 მილიარდ ლარს მიაღწია

2016 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 43%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის იანვარის ბოლოს კი 10.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში გამოსახული საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. დოლარში გამოსახული საგარეო ვალი მიმდინარე წლის იანვარში 14 მილიონი დოლარით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია,რომ ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელს სწორედ ლარში გამოხატული საგარეო ვალი ასახავს და არა დოლარში.

საშინაო ვალი კი 2016 წლის იანვარში 12 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *