იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტით მხოლოდ 24 მსუბუქი ავტომობილი გავიდა

იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტით მხოლოდ 24 მსუბუქი ავტომობილი გავიდა

2016 წლის იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტით მხოლოდ 24 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. შედარებისთვის, 2015 წლის იანვარში აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი 671 ცალი იყო.  2015 წლის იანვარში აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტიდან საქართველომ 13.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2016 წლის იანვარში კი შემოსავალი 577 ათას დოლარამდე შემცირდა.

აზერბაიჯანში საქართველოდან ავტომობილების შეყვანა 2014 წლის მაისიდან შემცირდა, როდესაც აზერბაიჯანმა 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა. 2013 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 44 962 ცალი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, 2015 წელს კი 3 455 ცალი. 2013 წელს აღნიშნული წყაროდან საქართველომ 276 მლნ დოლარი, ხოლო 2015 წელს 64 მლნ დოლარი მიიღო.

ჯამში, 2016 წლის იანვარში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა აზერბაიჯანში 3.8 მლნ დოლარი შეადგინდა, რაც 87%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2015 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 28.5 მლნ დოლარი იყო. მსუბუქი ავტომობილების გარდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. „არმატურის“ (3.7 მლნ ლარით), სამგზავრო და სატვირთო ვაგონების (1.4 მლნ დოლარით) და ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის (0.7 მლნ დოლარით) ექსპორტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *