თებერვალში ლარი 3 თეთრით გამყარდა

მიმდინარე წლის თებერვალში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3 თეთრით გამყარდა. 29 იანვარს 1 დოლარი 2.50 ლარი ღირდა, 29 თებერვალს კი ლარის ოფიციალური კურსი 2.47 ლარამდე შემცირდა.

სავარაუდოდ, ლარის გამყარება ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების ზრდას (სტატისტიკა მოგვიანებით გახდება ცნობილი) და მთავრობის მიერ ბიზნეს სექტორთან გააქტიურებულ კომუნიკაციას უკავშირდება. ლარის კურსზე ზეგავლენის კიდევ ერთი ფაქტორი - მიმომქცევაში არსებული ლარის მასა ბოლო ერთ თვეში არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ მაღალდეფიციტურ ხარჯვას ჰქონდა ადგილი, პარალელურად, 130 მლნ ლარით შემცირდა კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხები. მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური სიტუაცია ბოლო ერთ თვეში არ გაურესებულა (მაგ. 4%-ით გამყარდა აზერბაიჯანული მანათი).

წინა სტატია

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0.8 პროცენტით გაიზარდა
29 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ღორით გატაცებული
01 მარტი, 2016
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს
საქართველო | დეკ, 25, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა