საუკუნე ბავარიულ ბრენდთან ერთად. BMW იუბილარია.

საუკუნე ბავარიულ ბრენდთან ერთად. BMW იუბილარია.

BMW–ის ასაკი უკვე სოლიდურია, გერმანულ ფირმას 100 წელი შეუსრულდა. კომპანიის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, ჰერალდ კრიუგერი 100 წლის კომპანიის შეფასებისას ამბობს, რომ BMW შესანიშნავ ფორმაშია, უცვლელია მოდელების ხარისხის მაღალი სტანდარტი და თანამედროვეობასთან შესაბამისობა.

საიუბილეო თარიღი პომპეზურად აღინიშნა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, გეგმები კი ამბიციური. სლოგანით “შემდეგი 100 წელი”, კომპანია ორიენტირს მომავალზე იღებს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში BMW–ის ხელმძღვანელობა საინჟინრო განყოფილების თანამშრომლების საშტატო განრიგის გადახედვას გეგმავს. ცვლილებები ახალ პროექტებს უკავშირდება. კომპანია უპილოტო ავტომობილების შექმნას გეგმავს, იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *