საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი კვლავ საფინანსო საქმიანობაშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1012 ლარი შეადგინა. 2015 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 6.5%-ით არის გაზრდილი.

2015 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1549 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1522 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა - 1450 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი ისევ განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 541 ლარი. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა - 180 ლარით, 90 ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო მმართველობაში.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2015 წლის მე-4 კვარტალში (ლარებში):

სექტორები

საშუალო ხელფასი

საფინანსო საქმიანობა

1549

მშენებლობა

1522

სახელმწიფო მმართველობა

1450

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1284

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1284

ოპერაციები უძრავი ქონებით

1248

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

1170

დამამუშავებელი მრეწველობა

892

ჯანმრთელობის დაცვა

883

ვაჭრობა

877

სოფლის მეურნეობა

692

სასტუმროები და რესტორნები

648

განათლება

541

წინა სტატია

Tesla-ს ახალი მოდელის პრეზენტაცია 31 მარტს გაიმართება
18 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები. ნაწილი მეორე
18 მარტი, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა