2015 წელს საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1 936 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 8%-ით (149 მილიონი დოლარით) მეტია 2014 წლის შემოსავალზე. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი 2014 წელთან შედარებით გაზრდილია, მაგრამ დაახლოებით 5-ჯერ ჩამორჩება 2010-2013 წლების საშუალო მაჩვენებელს.

149 მილიონიან ზრდაში 111 მილიონი დოლარი მოდის ე.წ. საქმიან ტურიზმზე, ანუ სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნესს დელეგაციების სტუმრობაზე. დასვენების (პირადი) მიზნით ჩამოსული ტურისტებიდან ზრდა 38 მილიონი დოლარია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენცია აქვს საქართველოდან საზღვარგარეთ ტურიზმსსაც. 2015 წელს ტურიზმის შედეგად საქართველოდან 330 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 30 მილიონი დოლარით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე.

წინა სტატია

2015 წელს საქართველოს საგარეო ვალი 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
31 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

Oculus Rift-ის გაყიდვები დაიწყო
01 აპრილი, 2016
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა