Forbes - ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური მედიაბრენდი

Forbes-ში ჩემი მუშაობის ძირითადი მიმართულება ჩვენი ბიზნესის მსოფლიო მასშტაბით გაფართოებაა. დღესდღეობით, ჟურნალების ასოციაცია Fipp-ის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Forbes-ი ყველაზე სწრაფად მზარდი გოლბალური ბრენდია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყველა ტიპს შორის. ასე იყო დიდი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი. მე ცივი ომის პერიოდში ვიზრდებოდი და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ Forbes-ი ისეთ ბაზრებზე შევიდოდა, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი. მაგრამ დღეს ჩვენ არა მარტო ვართ ამ ბაზრებზე, არამედ ვლიდერობთ კიდეც.

Forbes-ის ბრენდზე ასეთი დიდი მოთხოვნა არასოდეს ყოფილა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საოცრად პოპულარულია ჩვენი ჟურნალისტიკისა და პროსამეწარმეო გზავნილების ბრენდი. ჩვენი სარედაქციო მისიის შეჯამება შემდეგნაირად შეიძლება: „არ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია -- არ არის ახალი ამბავი", რადგან სწორედ ეს სჭირდება მკითხველს და არა უბრალოდ მარტივი რეპორტაჟები. დღეს აუდიტორია ითხოვს მძაფრ, საინტერესო სტატიებს ძლიერი კრიტიკული აზრით. ადამიანებს უნდათ გაიგონ როგორ გააფართოონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან და მართონ სიმდიდრე და ისარგებლონ მიღწეული წარმატებით: მალკოლმ ფორბსის სტილში. მათ მოსწონთ ჩვენი მდიდარი ადამიანების რეიტინგები და ქმნიან კონკრეტულ ქვეყნებზე ორიენტირებულ ვერსიებს ადგილობრივი ბაზრებისათვის. ყველას აინტერესებს, ვინ შედის ამ სიებში,რათა გაიზიარონ მათი გამოცდილება და თავადაც დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი.

Forbes-ი გამოდის რუსეთშიც, პოლონეთშიც და კორეაშიც. ჩვენ ასევე გვაქვს გამოცემები ისრაელში, თურქეთში და არაბეთში. პოლონეთში, მაგალითად, რებრენდინგი გავუკეთეთ უკვე არსებულ გამოცემას, სახელად Profit, რომელიც ფულს კარგავდა. მას შემდეგ, რაც Forbes Poland-ად იქცა, ჟურნალი ძალიან წარმატებული გახდა. ეს ჩემთვის Forbes-ის ბრენდის შესაძლებლობების აშკარა დემონსტრირება იყო.

ჩვენ განვაგრძეთ ენერგიული ზრდა ბოლოდროინდელი გაფართოებით არგენტინაში, აფრიკაში, ბრაზილიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ესტონეთში, ფრანგულენოვან აფრიკაში, საქართველოში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ლატვიაში, რუმინეთში, სლოვაკიასა და უკრაინაში. საბერძნეთში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, ჩვენ გამოვუშვით ბერძნული გამოცემა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით გამოდის. გარდა ამისა, ბევრ ამ ქვეყანაში დავიწყეთ ForbesWoman-ის გამოცემაც. Forbes-მა გადააჭარბა აშშ-ს (900 000) ტირაჟს მილიონზე მეტი მკითხველის ბაზით, მსოფლიო მასშტაბით. იგეგმება შესვლა მექსიკაში, ჩილეში, კოლუმბიაში, პერუში, მონღოლეთში, ესპანეთსა და ვიეტნამში. Forbes-ი 20 ენაზე გამოიცემა. მალე ეს რიცხვი 22-მდე გაიზრდება, მონღოლურისა და ვიეტნამურის დამატებით.

ხშირად მეკითხებიან, რამდენი ენა ვიცი. სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ რამდენიმე. მაგრამ ბევრი ჩვენი პარტნიორი ინგლისურად ჩემზე უკეთ საუბრობს. ამჟამად ჟურნალს 49-ზე მეტ ქვეყანაში ვავრცელებთ, მომავალი წლის ბლოსათვის მათი რაოდენობა 62-ს გადააჭარბებს.

გარდა ამისა, Forbes-მა ორ წელიწადში ცხრა საერთაშორისო ვებ-გვერდი შექმნა და მალე მექსიკისა და ყაზახეთის საიტებიც გამოვა. ჩვენ ვგეგმავთ სწრაფ გაფართოებას დასავლეთ ევროპის დარჩენილი ქვეყნების მიმართულებითაც. ამ ბაზრებზე, გარდა ბეჭდური გამოცემებისა და ვებ-გვერდებისა, ვაპირებთ მრავალი სხვადასხვა ღონისძიებისა და ტელეგადაცემის მომზადებას. ასევე ვგეგმავთ წარმოების კონტროლის დირექტორის, ლიუის დვორკინის ინოვაციური მოდელის, ავტორთა მონაწილეობის, დანერგვას აშშ-ს ფარგლებს გარეთ მდებარე ბაზრებზე.

გლობალური მასშტაბების შეძენა გადამწყვეტი იყო ჩვენი ზრდის სტრატეგიისათვის, საზღვრების გაფართოებით ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება,თუმცა ეს პროცესი უპრობლემოდ არ მიმდინარეობს: მეკობრეები არეგისტრირებენ ჩვენს სავაჭრო ნიშნებს, მთავრობები ართულებენ ბიზნესის წარმოებას, ზოგიერთ ქვეყანში კი -- სახსრებს ამოღებასაც.
ყოფილა ჩვენი სარედაქციო კონტენტის აკრძალვის მცდელობებიც. ერთ-ერთ ქვეყანაში ჩვენი სავაჭრო ნიშნის მფლობელი, გამოცემის უფლების სანაცვლოდ, Forbes-ის ფაბერჟეს კვერცხების კოლექციას ითხოვდა. ჩვენ შევძელით საქმის მოგვარება ყოველგვარი გადახდის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმპერიის ძვირფასეულობების გადაცემაზე, მაგრამ უკეთესი იყო ეს ყველაფერი ერთწლიანი სასამართლო პროცესის გარეშე გადამწყდარიყო. თუმცა ეს ის მცირედი საფასურია, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმ ზრდის შესაძლებლობისათვის, რასაც კომპანია 95 წლიანი ისტორიის განმავლობაში განიცდის.

ძლიან დიდი პატივი და პრივილეგია იყო ამ საქმიანობის ხელმძღვანელობა და მსოფლიოს ამდენ ნიჭიერ ადამიანთან მუშაობა. ტომ ვულფი, რომელიც ნიუ-იორკში ჩემთან ერთად მუშაობდა, გამოცემის ნამდვილი მებრძოლი და გენერატორი იყო. უილ ადამოფოლოსი ჩვენი მამოძრავებელი ძალა იყო აზიაში. ჩვენი გარეშე პარტნიორები საუკეთესო და უჭკვიანესი ადამიანები არიან. ისინი საქმეს საოცრად შემოქმედებითად უდგებიან და ჩვენ ერთმანეთისაგან ვსწავლობთ. ძალიან საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ ათავსებენ ახალი პარტნიორები Forbes-ის ბრენდს ადგილობრივ ბაზრებზე. ასეთ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდით იმ ურთიერთობების გარეშე, რომლებიც მთელი მსოფლიოს ადგილობრივ გამომცემლებთან დავამყარეთ.

მედიაბიზნესი საკმაოდ რთული გასაძღოლია საკუთარ ბაზარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ ბაზრებზე. ადგილობრივ საქმიან გამოცდილებას და ნოუ-ჰაუს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქმის ამუშავებაში. მე ვაკვირდებოდი, როგორ აღწევდნენ წარმატებას რუპერტ მერდოკი და სერგეი ბრინი მსოფლიო მასშტაბით და მივხვდი, რომ თუ ისინი ვერ ახერხებდნენ დამოუკიდებლად თავის გართმევას, ვერც მე შევძლებდი ამის გაკეთებას. კარგ პარტნიორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველგან, სადაც მივდიოდი, ადამიანები ყოველ ღონეს ხმარობდნენ¸რომთავი სასურველ სტუმრად მეგრძნო, მაცნობდნენ საკუთარ კულტურას და მშობლიურ ქვეყანას. ძალიან გამაოცა მათმა სტუმართმოყვარეობამ და სიკეთემ. ჩემს მადლიერებას სიტყვებით ვერ გამოვხატავ.

ჩვენი მეგობრების დიდი დახმარებით Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს-მედიაბრენდად იქცა და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ.

 

 

წინა სტატია

DJ – ჩვენი დროის როკ-ვარსკვლავი
09 ოქტომბერი, 2012

შემდეგი სტატია

კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად
25 ოქტომბერი, 2012
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა