მარტში ფულადი გზავნილები 1.3 პროცენტით შემცირდა

მარტში ფულადი გზავნილები 1.3 პროცენტით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, 1.2 მილიონი დოლარით (1.3%-ით) შემცირდა, 2014 წლის მარტთნ შედარებით კი 30 მილიონი დოლარით არის შემცირებული. მარტში სულ 91 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში გზავნილები 12 მილიონი დოლარით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით მარტში გზავნილები 11 მლნ დოლარით გაიზარდა.

მარტში საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება რუსეთიდან და საბერძნეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 4.2 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან 4.4 მლნ დოლარით. 1.5 და 1.8 მლნ დოლარით გაიზარდა გზავნილები აშშ-დან და ისრაელიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *