დღეს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

დღეს, 20 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2324 შეადგინა. ბოლო ერთ თვეში, სებ-მა ჯამში 35 მილიონი დოლარი შეისყიდა.

სებ დოლარს ყიდულობს ან ყიდის იმ შემთხვევაში, როდესაც სავალუტო ბაზარზე საქმე გვაქვს ე.წ. „გადაცილებასთან“ (overshooting). ეს ის მომენტია, როდესაც ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ან გამყარება მნიშვნელოვანწილად მოლოდინის ცვლილების გამო ხდება და რეალურად, ვალუტის კურსის სწრაფად და მნიშვნელოვნად ცვლილების წმინდა ეკონომიკური მიზეზები არ არსებობს. მეორე მხრივ, ვალუტის კურსის რყევის მაღალი სიდიდე აზარალებს ბიზნეს გარემოს გაურკვევლობის ზრდის გამო და უმჯობესია, ვალუტის კურსის გამყარება თანდათანობით ხდებოდეს.

წინა სტატია

იანვარ-მარტში კომერციული ბანკების მოგება 8.4%-ით გაიზარდა
20 აპრილი, 2016

შემდეგი სტატია

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია
21 აპრილი, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა