ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 71-ე ადგილზეა

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 71-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 71-ე ადგილზეა 3.68 ქულით. მაქსიმალური ქულა 7 არც ერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი ქულა აქვს ესპანეთს – 5.31 და ის სიის ლიდერია. მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე გერმანია. კვლევა 141 ქვეყანას მოიცავს და ბოლო ადგილს აფრიკის კონტინენტის სახელმწიფო ჩადი იკავებს. ინდექსში საქართველოს მეზობლებია ნამიბია და ისრაელი.

ინდექსი 15 კრიტერიუმისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი  – 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი ქულა აქვს უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს ყველაზე დაბალი – 1.5 ქულა აქვს კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის მხრივ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *