ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდებზე საპროცენტი განაკვეთი შემცირდა

ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდებზე საპროცენტი განაკვეთი შემცირდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 19.5 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.2 პროცენტით, მაქსიმალური 13.8 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 12.9 პროცენტით განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი იკლებს, გასული წლის მაისთან შედარებით 10 წლიანი ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.4% პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *