„დიდი მონაცემების“ დიდი პოტენციალი პრაქტიკოსი იურისტებისათვის

პროცესი რეალურად 2006 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-ის სამოქალაქო პროცედურების ფედერალურ წესებში ცვლილება შევიდა, რის შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტრონული ინფორმაციის (ექსელის ფაილები, ელექტრონული მიმოწერა, აუდიო- და ვიდეო კლიპები) სასამართლო გამოძიების წინა პერიოდში გამოყენებაგ. განახლებულ წესებში შეიქმნა ელექტრონული აღმოჩენის (eDiscovery) ცნება, რამაც გაზარდა მომზადებისთვის საჭირო ხარჯები და დრო, რადგან საქმე ეხებოდა არასტრუქტურირებული ფორმით სხვადასხვა ქსელურ დრაივზე, პერსონალურ კომპიუტერებსა და ინფორმაციის პერსონალური მობილურ აპარატურაში შენახული ჩანაწერების შემოწმებას. დღეს ელექტრონული აღმოჩენა (eDiscovery) სასამართლო პროცესების სტანდარტული შემადგენელი ნაწილია.

მაგრამ ეს „დიდი მონაცემების"გამოყენების მხოლოდ ერთ-ერთი სფეროა იურიდიულ ინდუსტრიაში,რომელიც აღსავსეა ტრანსაქციებზე დაფუძნებული პროცესებით - პროცესის მომსახურებით დაწყებული სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირებით და იურიდიული მომსახურების საზღაურის ელექტრონული ინვოისებით დამთავრებული. იურიდიულ ინდუსტრიაში არსებობს მონაცემთა პასუხისმგებლობით გამოყენების შესაძლებლობა, რაც ამ ტრანზაქციების დამატებითი პროდუქტია და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებასა და ოპერაციების გამარტივებას უწყობს ხელს.

მაგალითისთვის ავიღოთ ელექტრონული ინვოისები. ინვოისების მონაცემებიდან მიღებული ინფორმაცია შეიძლება დაგვეხმაროს გადასახადების განაკვეთების განმაპირობებელი ფაქტორების განსაზღვრაში, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს შესაბამის ღონისძიებებს მიმართონ და იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შეამცირონ. დღევანდელ ეკონომიკურ გარემოში კი ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კორპორაციულ იურიდიულ დეპარტამენტებს კომპანიების მთავარი აღმასრულებელი დირექტორები ბიზნესზე ფოკუსირებული შედეგების დემონსტრირებას სთხოვენ, იურიდიული ფირმები კი მათი კლიენტებისგან იღებენ მოთხოვნას, მიაწოდონ უფრო ზუსტი ინფორმაცია ფასწარმოქმნასთან და პერსონალთანდაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იურიდიული ინვოისების მონაცემებიდან მიღებული ინფორმაცია როგორც იურიდიულ ფირმებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტებს უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ელექტრონული იურიდიული ინვოისის ტიპური ფორმა მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სასამართლო პროცესი, იურიდიული საქმიანობის სფერო, იურიდიულ ფირმაში დროის დამფიქსირებელი (თანამშრომელი ან პარტნიორი), იურიდიული ფირმის სიდიდე და ადგილმდებარეობა. ამ მონაცემების ანალიზის შედეგად კომპანიების კორპორაციული იურიდიული დეპარტამენტები იმის დანახვას შეძლებენ, თუ რა მომსახურების საფასურის მოთხოვნა უწევთ ხშირად, ვინ, სად და როგორი პირობების საფუძველზე უკვეთავს მათ მომსახურებას. ამ ინფორმაციით აღჭურვილ კორპორაციებს შეუძლიათ მიმართონ ეფექტიანობის ამაღლებისა და იურიდიულ ფირმებთან არსებული შეთანხმების ალტერნატიული გზების მოძიებისკენ მიმართულ შესაბამის ზომებს. იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, იურიდიულ ფირმებს საშუალება ეძლევათ უფრო კარგად იყვნენ ინფორმირებულნი მათი მომსახურების ფასსა და ღირებულებიზ თაობაზე კლიენტებთან დისკუსიების დროს.

იურიდიული მომსახურებაზე ინვოისების მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ იურიდიული ინდუსტრიის მიდგომა ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ითვლება, რომ კონსოლიდაციის შედეგად იურიდიული ფირმების ხარჯები მცირდება, მაგრამ რის სანაცვლოდ? კლიენტები იურიდიულ ფირმას ძირითადად მისი ექსპერტიზის სფეროს საფუძველზე ირჩევენ, იურიდიული ფირმების კონსოლიდაციის შედეგად კი ეს უპირატესობა, შესაძლოა, დაიკარგოს. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, მონაცემთა ანალიზმა შეიძლება ცხადყოს, რომ ხარჯების დაზოგვა კონსოლიდაციის გარეშე იურიდული ფირმების შენარჩუნებითაა შესაძლებელი, მაგრამ მათი ადგილმდებარეობის ძვირი ქალაქიდან, როგორიცაა ნიუ-იორკი, სხვა ქალაქში, მაგალითად, ატლანტაში, გადატანით. ამ მიდგომით, იურიდიული დეპარტამენტი ინარჩუნებს ექსპერტთა ჯგუფს და ამცირებს ხარჯს, ამასთან იურიდიული ფირმა ინარჩუნებს კლიენტს.

ამას სხვა, უფრო დიდი მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს. 250-მილიარდ დოლარიანი იურიდიული მომსახურების ინდუსტრიის ფასების დონის ანალიზი დაგვეხმარება იმის უკეთ განსაზღვრაში, თუ როგორ მართავენ იურიდიულ ბიზნესს იურიდიული სფეროს პროფესიონალები. იურიდიული მომსახურების ტრადიციული ანაზღაურების მოდელი საათობრივ განაკვეთზეა დამყარებული.

ახლახან გაჩენილი ალტერნატიული ტიპის ანაზღაურების მოდელი, ისეთი, როგორიც არის კონკრეტული პროექტების იურიდიული მომსახურების საფასური, პრობლემის გადაჭრის მხოლოდ დროებით გზას წარმოადგენს. იურიდიული მომსახურების ანაზღაურებისადმი მიდგომა ცვლილებას საჭიროებს, მაგრამ ამგვარი ტრანსფორმაციის განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა განაკვეთების წარმოქმნის რეალური ფაქტორების დასადგენად ინდუსტრიის ღრმა ანალიზი ჩატარდება.

ელექტრონული აღმოჩენები (eDiscovery) და იურიდიული მომსახურების ელექტრონული ინვოისები იურიდიულ ინდუსტრიაში „დიდი მონაცემების" პოტენციური შესაძლებლობების მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილს წარმოადგენს. მონაცემების მრავალი სხვა წყაროს ანალიზი შეიძლება განხორციელდეს, რაც ტენდენციების განსაზღვრისა და ცოდნის მიღების საშუალებას მოგვცემს.

პროცესების ჩანაწერების მომსახურება დაეხმარება იურიდიულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს დავებში არსებული ტენდენციების განსაზღვრაში; სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული საბუთები შეიძლება დაეხმაროს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში; კომერციული სესხების გაცემასთან დაკავშირებული მონაცემები კი კომპანიების გაერთიანებისა და შესყიდვების (M&A) კომიტეტს რისკების უკეთ განსაზღვრაში დაეხმარება.
დიდ მონაცემებში იურიდიული მომსახურების ბიზნესის ტრანსფორმაციის უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს.

ინდუსტრია მომწიფებულია ცვლილებებისათვის, და ამ ცვლილებების ადრეული განმახორციელებლები აშკარა უპირატესობას მოიპოვებენ. დიდი მონაცემების გამოყენებასა და ანალიზში სწორი პარტნიორების შერჩევა საშუალებას მისცემს იურიდიულ დეპარტამენტებსა და იურიდიულ ფირმებს ინდუსტრიის ტრანსფორმაციის ლიდერები გახდნენ.

 

წინა სტატია

ჩინეთის სტივ ჯობსი?
29 ოქტომბერი, 2012

შემდეგი სტატია

ოპრა უინფრის განათლება
12 ნოემბერი, 2012
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა