აპრილში ექსპორტი შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის აპრილში 2015 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 11%-ით (21 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 79%-ით (435 მილიონი დოლარით) გაიზარდა. თუმცა, თუ მიმდინარე წლის აპრილის ექსპორტს 2014 წლის აპრილს შევადარებთ, 30%-ით (72 მილიონი დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებელსაც.

2016 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 165 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა 987 მილიონი დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 822 მილიონი დოლარია, რაც 2015 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 456 მილიონი დოლარით მეტია.

იანვარ-აპრილის ჯამურ მაჩვენბელს რაც შეეხება, ექსპორტი 12%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 14%-ით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 მაისს გამოქვეყნდება

წინა სტატია

რამდენად ვენდობით საკუთარ ინტუიციას?
13 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

ექსპერიმენტული თვითმფრინავი Solar Impulse 2 რეკორდებს ამყარებს
13 მაისი, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა