აპრილში ფულადი გზავნილები 4 პროცენტით გაიზარდა

აპრილში ფულადი გზავნილები 4 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 3.7 მლნ დოლარით (4%-ით) გაიზარდა. 2014 წლის აპრილთან შედარებით კი 26 მლნ დოლარით არის შემცირებული. აპრილში სულ 95 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გზავნილები 8 მლნ დოლარით არის შემცირებული. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით აპრილში გზავნილები 4 მლნ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 5.4 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან 1.6 მლნ დოლარით. 1.7 და 2.2 მლნ დოლარით გაიზარდა გზავნილები აშშ-დან და ისრაელიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *