რომელი სმარტფონი ფუჭდება ყველაზე ხშირად

რომელი სმარტფონი ფუჭდება ყველაზე ხშირად

კომპანია Blanco Technology Group-მა იმ სმარტფონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ყველაზე ხშირად ფუჭდება. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სისტემიდან გამოსვლის შესახებ შეტყობინებების 85% ანდროიდის მოწყობილობიდან გაიგზავნა, 15% კი Apple-დან. 

Apple-ის სმარტფონებს შორის საჩივრების ყველაზე დიდი წილი (25%) iPhone 6-ზე მოდის, 17% – iPhone 5s-ზე, 14% – iPhone 6Plus-ზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გაჯეტის გაფუჭების მიზეზი ხშირ შემთხვევაში არა სისტემური პრობლემა,  არამედ მომხმარებლის ზემოქმედებაა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *