წარმატების 5 საიდუმლო ქალებისათვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესს იწყებენ

ექვსი წლის წინ 30 წლის კეიტლინ ბურგუენმა საკუთარი შტატგარეშე PR-ბიზნესი წამოიწყო, რასაც რამდენიმე სააგენტოში წარმატებული მუშაობა უძღოდა წინ. კეიტლინი მალევე მიხვდა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მიეღო ეს დახმარება. კეიტლინს სურდა, თავისი საქმიანობით ადამიანები დაეკავშირებინა, განსაკუთრებით კი – ქალები, რათა მათ ერთმანეთისათვის საკუთარი უნარები და მომსახურება შეეთავაზებინათ. თითქოს საკუთარი ბიზნესის წამოწყება საკმარისად რთული არ ყოფილიყო, კეიტლინი შეუდგა ისეთი „ინსტრუმენტის” შექმნას, რომელიც მეწარმე ქალბატონებს დაეხმარებოდა და აი, ასე გაჩნდა ახალი საიტი სახელად Vendeve.

შესაძლოა, თქვენ ახლა ფიქრობთ: „ოჰ, არა, კიდევ ერთი ქსელური საიტი”, მაგრამ Facebook-ის, LinkedIn-ის და Yelp-ის მსგავსი ქსელის შექმნის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ჩამოთვლილმა საიტებმა უკვე მიაღწიეს მოზარდ ასაკს და შესაძლებელია მათგან საუკეთესო თვისებების გადმოღება და მათი გააუმჯობესება რაიმე კონკრეტული მიზნისათვის. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული მიზანი არის მეწარმე ქალბატონების ერთმანეთთან დაახლოება, რათა მათ შეძლონ ერთმანეთს ბიზნესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე უპასუხონ, მისცენ რეკომენდაციები და ზოგადად მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.

Vendeve უფასო საიტია, რომელსაც მომავალში პრემიუმ-მახასიათებლები ექნება. ამჟამად საიტზე 3,000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული მთელი მსოფლიოდან. Vendeve-ს წევრთა უმეტესობა აშშ-სა და კანადაში ცხოვრობს, მაგრამ საიტი სულ უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია. საიტის წევრთაგან დაახლოებით 400 არის „ექსპერტი”. ისინი საიტს აწვდიან უამრავ ბიზნესრჩევას და, შესაბამისად, უფრო მეტი მიმართულებით მოქმედების შანსი აქვთ.

კეიტლინ ბურგუენს ჯერჯერობით საიტიდან არანაირი მოგება არ მიუღია. თავისი $500,000-იანი საწყისი დაფინანსებიდან ბურგუენს საგარანტიო თანხად $375,000 აქვს უზრუნველყოფილი. მისი ძირითადი აქცენტი გადატანილია მომხმარებელთა ბაზის გაზრდაზე, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ეს განაპირობებს მისი საწარმოს ღირებულებას.

რატომ არ არიან ჩართული მამაკაცები? „ჩვენი მიზანი სულაც არ არის მამაკაცების გამორიცხვა, არამედ ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც ნამდვილად ეხმიანება ქალებს, – ამბობს ბურგუენი. – ჩვენი მთავარი მიზანი ნიშის პოვნა გახლდათ. Facebook-მა სტუდენტებით (1.92%) დაიწყო, Amazon-მა კი წიგნებით. ქალები ჩვენთვის ბუნებრივი არჩევანია. ჩვენ კარგად გვესმის ამ სამიზნე აუდიტორიის, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ეს სამიზნე აუდიტორია. ჩვენ ვიცით, რა სიძნელეებთან გვიწევს შეჯახება და გვსურს, ქალებს მათ გადალახვაში დავეხმაროთ”.

მამაკაცებთან შედარებით, ქალები უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგანან. ჩვენ გვიწევს საოჯახო საქმეების კეთება, მუშაობა და ამავდროულად მამაკაც კოლეგებთან შედარებით ნაკლებ გასამრჯელოს ვიღებთ. მაგალითისთვის, პროფესიონალ მამაკაცებს იშვიათად ეკითხებიან, თუროგორ ახერხებენ ისინი ამ ყველაფრის შეთავსებას, ქალებს კი ამ კითხვას ძალიან ხშირად გვისვამენ. „ონლაინრეჟიმი თანდათანობით უფრო და უფრო ხმაურიანი ხდება. სწორედ ამიტომ, ქალები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი მარკეტინგული და ქსელური ძალისხმევა მაქსიმალურ მოგებას მოუტანთ, – ამბობს ბურგუენი. – Vendeve მოქმედებებზე ორიენტირებული საიტია. ამ (Vendeve-ს) საზოგადოებაში შეტანილი ხარისხიანი წვლილი პირდაპირ უკავშირდება თქვენი სანდოობის ზრდასა და ბიზნესის გაძლიერებას. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა იმ ქალებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა, რომელთაც ესმით კერძო მეწარმეობის აღმაფრენები და დაცემები”.

ასეთ რჩევებს აძლევს ბურგუენი იმ ქალბატონებს, რომელთაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ:

ადრეულ ეტაპზევე დაიწყეთ ურთიერთობების ჩამოყალიბება. „ნაცნობთა მყარი ქსელი უზრუნველყოფს იმ მხარდაჭერასა და უკუკავშირს, რაც თქვენი ბიზნესის კარგი დასაწყისისა და სწრაფი ზრდისათვისაა საჭირო”.

არ არის აუცილებელი, რომ თქვენ ყველაფერი იცოდეთ. „გახსოვდეთ, რომ სულაც არაა შესაშფოთებელი, თუკი ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვთ და შეცდომებს დაუშვებთ. უფრო ლმობიერი იყავით საკუთარი თავის მიმართ, ბევრი იფიქრეთ და განაგრძეთ წინსვლა”.

იყავით რეალისტი. მისი თქმით, ყველაზე გავრცელებული შეცდომა იმის არასათანადოდ შეფასებაა, თუ რა დრო სჭირდება ყველაფრის კარგად შესრულებას. შედეგად თქვენ იმედგაცრუებული რჩებით, რადგან დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეთ.

გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება. მაგალითისათვის, კეიტლინ ბურგუენს ძალიან მოსწონს მოლი მაჰარის ტრენინგ-კურსი სახელად „სიხარულის განტოლება”. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს ხალხს, იპოვონ თავიანთი მიმართულება და შემდეგ აკონტროლონ პროგრესი. ბურგუენს ასევე მოსწონს კიმრა ლუნას კურსი „გააკეთე ეს ვებინარებთან ერთად” (ვებინარი – ონლაინსემინარის მონაწილე). კურსი დაგეხმარებათ თქვენი ონლაინგავლენის გაფართოებაში. ასევე არსებობს კიდევ ერთი უფასო კურსი - ‘Copy Cure’, რომელიც ასწავლის თავის მომხმარებლებს, როგორ წერონ სწორად და დამაჯერებლად. მისი ავტორები არიან არიან მარი ფორლეო და ლაურა ბელგრეი.

შეინარჩუნეთ საღი გონება. დაკავებული ქალისათვის რთულია იოგას კურსებზე სასიარულოდ დროის გამონახვა. კეიტლინ ბურგუენს მოსწონს იოგას ონლაინვარჯიშები Gaiamtv-ზე. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ იოგას, პილატესისა და მედიტაციის ყოველდღიური დოზა. გარდა ამისა, ამ საიტზე უამრავი რესურსია მათთვის, ვინც უფრო ღრმა სულიერ საზრდოს ეძებს”.

ბურგუენი დარწმუნებულია, რომ Vendeve გაამართლებს, რადგან იგი კარგად იცნობს საკუთარი სამიზნე ბაზრის სურვილებსა და მოთხოვნილებებს. „ქალები განსხვავებულად მართავენ ბიზნესს. ისინი მეტად კოლეგიალური არიან და ერთმანეთის დახმარება უყვართ. ქალებს სჭირდებათ მოქნილობა და ხშირად მათი ბიზნესი მთლიანად ციფრულია, – ამბობს ბურგუენი. – ეს ქალბატონები აშენებენ ნამდვილ, მოგებიან ბიზნესებს სახლიდან გაუსვლელად. ახალი მოდელები და ბაზრები კი ახალ ინსტრუმენტებს საჭიროებენ. ჩვენ სწორედ მათთვის შევქმენით Vendeve”.

წინა სტატია

მოგზაურობა თქვენ უფრო მიმზიდველს გხდით
17 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

ომი, რომელიც გვეხება
18 მაისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა