ფინანსთა სამინისტრომ 45 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ 45 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღეს, 18 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ერთ-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 144 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.85 პროცენტით, მაქსიმალური 8.1 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 8 პროცენტით განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი იკლებს, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით ერთ წლიანი ვალდებულებების წლიური საპროცენტო განაკვეთი 2% პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *