ტერაბანკი - ახალი სახელი საბანკო ბაზარზე

ტერაბანკი - ახალი სახელი საბანკო ბაზარზე

კორ სტანდარტ ბანკი სახელს იცვლის – 17 წლიანი საბანკო მოღვაწეობის შემდეგ ბანკი ბაზარზე ახალი  სახელით გამოდის. ტერაბანკი – განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურება, უშუალო და მყუდრო გარემო. შეცვლილი სახელით, ფერებითა და ინტერიერით ტერაბანკის ავლაბრის ფილიალი (წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3) 24 მაისს 13:00 სთ.-ზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ღონისძიებას ბანკის აქციონერთა ჯგუფის წევრები, მენეჯმენტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრებიან.

პირველ ეტაპზე მომხმარებელს პეკინისა და ავლაბრის განახლებული ფილიალები უმასპინძლებენ. სახლის მსგავსად მოწყობილ ინტერიერში ბუხარი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ფოტოებია. ტერაბანკში ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მისთვის ახლობელ გარემოში მიიღოს.

სწორედ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება გახდა რებრენდინგის დაწყების მთავარი მიზეზი. ერთი წლის წინ ბანკის  ბიზნესტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება, იმისათვის რომ აღნიშნული სეგმენტისათვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხდარიყო.   

ბანკის რებრენდინგს მხარი დაუჭირა დამფუძნებლებმა და სამეთვალყურეო კომპანიამ – დაბი ჯგუფმა. ტერაბანკის ძირითადი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი – ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანია. ნაჰაიანი საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას ფლობს და როგორც ცნობილია ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *