აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტები 242 მილიონით გაიზარდა

აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტები 242 მილიონით გაიზარდა

2016 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 242 მილიონი ლარით გაიზარდა. 2015 წლის აპრილთან შედარებით, 2016 წლის აპრილში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 142  მილიონი ლარითაა შემცირებული.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 2016 წლის აპრილში 156  მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 929  მილიონი დოლარითაა გაზრდილი. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 70.5% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 66.3% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი მაისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.5%-ია, ერთი წლის წინ 4.4% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.7%-ია, ერთი წლის წინ 7.4% იყო.

ლარში განთავსებული დეპოზიტები,  მილიონ ლარებში:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *