DOLCE & GABBANA $34,000-ად ღირებულ მაცივარს უშვებს

გურმანებისათვის, ვინც ბრენდისადმი სერიოზული ლოიალობითა და მსუქანი ჯიბით გამოირჩევა.

თუკი თქვენი შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ წლის ბოლოს საგადასახადოს მიერ დაბრუნებული თანხა სტუდენტური სესხის დაფარვის ნაცვლად სხვა რამეზე უნდა დახარჯოთ, მაშინ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა შემოგთავაზოთ: ეს არის Dolce & Gabbana-ს მიერ შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული, ხელით მოხატული გასაოცარი მაცივარი x Smeg-ი. მაცივრის ფასი დაახლოებით $34,000-ია, მსოფლიოში ყველაზე მაგარი სამზარეულო ტექნიკის ფლობისაგან მიღებული სიამოვნება კი – ფასდაუდებელი.

მართლა აპირებთ საგადასახადოს მიერ დაბრუნებული თანხის დახარჯვას ასეთი ნივთის შეძენაზე? რა თქმა უნდა, არა (და თუკი თქვენ ჯერ კიდევ დასაფარი გაქვთ სტუდენტური სესხი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი საგადასახადოს მიერ დაბრუნებული თანხის ოდენობა ხუთნიშნა იყოს). და მაინც ჩვენს დაფასებას ალბათ იმსახურებს ასეთი ძვირად ღირებული მაცივრის შექმნისათვის გაწეული ესოდენ დეკადენტური და ამავდროულად უტილიტარული თანამშრომლობა. დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, მომავალ კვირას მილანში დაგეგმილი სახელგანთქმული ავეჯის გამოფენისათვის, სიცილიელ მხატვარს Smeg-ის მაცივრის ხელით მოხატვა შეუკვეთეს. გამოფენის სახელწოდებაა Salone del Mobile. FAB28 მაცივრის ფასი $2,000-დან იწყება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ Dolce & Gabbana-ს კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული მაცივრის ხელით მოხატვაზე დაახლოებით 240 საათი დაიხარჯა, ჩვენ სულაც არ ვართ შოკირებული ასეთი ფასით. კოლექციაში წარმოდგენილია 100 ცალი მაცივარი. თუ გავიხსენებთ, რომ Dolce & Gabbana-ს სულაც არ გასჭირვებია $9,000-ად ღირებული ყურსასმენების გაყიდვა, ალბათ არც ასეთი ძვირად ღირებული მაცივრების გაყიდვა იქცევა პრობლემად.

წინა სტატია

Forbes Woman Georgia. 2016 წლის ივნისის ნომერი
10 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

ტერორის ეკონომიკა: ღირებულებითი ომი ციფრებში
13 ივნისი, 2016
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა