ინვესტიციების ჯეკპოტი

€ 400 მილიონი! "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" საქართველოში ისტორიული ინვესტირების წელს აანონსებს. ბრუნო ბალვანერა, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, იუბილარი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ცვლილებების 25 წელზე საუბრობს.

"ინვესტირება ცვლილებებში" – როგორ აისახება EBRDის ეს სლოგანი საქართ ველოს რეალობაზე?

დაარსებიდან 25 წლის განმავლობაში, EBRD-ი ზრდისა და განვითარების პროცესს საქართველოში აქტიურად უწყობდა ხელს. ჩვენმა ორგანიზაციამ ქვეყანაში ევროპული ღირებულებების დანერგვაში დიდი წვლილი შეიტანა, კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს გვერდში დგომას ახალი და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. ამ მიზნით წელს ქვეყანაში რეკორდული თანხის – 400 მილიონი ევროს ინვესტირება იგეგმება. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან

დღემდე ბანკმა 190 პროექტში 2.6 მილიარდ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა. EBRD-ი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ბიზნესსექტორს პირდაპირ და კერძო ბანკების საშუალებით. ამჟამად ჩართულები ვართ ეკონომიკის ყველა ძირითადი სფეროს: ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, ტელეკომუნიკაციების, საფინანსო სექტორის განვითარებაში. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი ცვლილებები ენერგეტიკისა და საბანკო მიმართულებით განხორციელდა. EBRDის კვალი მთელი ქვეყნის მასშტაბით შთამბეჭდავია.

თქვენი კარიერა მშობლიური მექსიკი დან დაიწყო და მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოიცავს. რა საერთო და გან მასხვავებელი მახასიათებლები აქვს იმ საერთაშორისო ბაზრებს, სადაც თქვენ მოგიწიათ მუშაობა?

ძირითადად ეს განვითარებადი ბაზრებია, ქვეყნები ზრდადი ეკონომიკით. მექსიკამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ნავთობისა და გაზის ნაცვლად ქვეყნის ეკონო მიკამ სწორება ინდუსტრიასა და სოფლის მეურ ნეობაზე აიღო. შესაბამისად, ნავთობის ფასის ვარდნას მასზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. მექსიკა ნავთობსა და გაზზე დღეს მხოლოდ 10%ითაა დამოკიდებული, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ჩემს ბავშვობაში 80%ს აღწევდა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ გან ვითარებისთვის მნიშვნელოვანი მტკივნეული რეფორმები გაატარა: დაამარცხა კორუფცია, ბიუროკრატია, გაათავისუფლა ბიზნესი ზეწო ლისგან. თუმცა, საქართველოს გაწეული ძალის ხმევის შედეგები ბოლომდე არ დაბრუნებია, ის კვლავ ღარიბ ქვეყნად რჩება მშპის ძალიან დაბალი მაჩვენებლით.

შემდგომი პროგრესის მისაღწევად საჭიროა ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღ ლება. იმისათვის, რომ საქართველოში შრომის ბაზარზე იყო წარმატებული, აუცილებელია სამ ენას სრულყოფილად ფლობდე: ქართულს, რუ სულსა და ინგლისურს – ამას სკოლის ასაკიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება. ამასთან, ენების შესწავლა კიდევ უფრო საყოველთაოდ ხელმი საწვდომი უნდა გავხადოთ.

პატარა ქვეყნის უპირატესობა ის არის, რომ ტრანსფორმაციის პროცესი აქ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. საქართველოს მექსიკასთან და რუსეთთან შედარებით რეფორმების გასატარებლად გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება. თუმცა პატარა ქვეყნისთვის დიდ გარე ფაქტორებთან გამკლავება ბევრად რთულია,

საქართველომ კი 2008 წელს აგვისტოს ომის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოწვევაც მიიღო. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ეს კვალი დღემდე იგრძნობა, ბაზრის ბოლომდე გამოსაჯანსაღებლად ჯერ კიდევ დროა საჭირო. საქართველოს მსხვილი უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად დიდი შრომა უწევს, რიგი საერთაშორისო კომპანიები ამ ბაზრისთვის ზედმეტად დიდია. მაგალითისთვის, Volkswagen-ი ავტომობილების წარმოებას საქართველოში არ დაიწყებს, თუმცა საქართველოს ყოველთვის შეუძლია გონივრულად იმოქმედოს და სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებით დიდი სარგებელი მიიღოს. ქვეყანამ ადგილობრივი პროდუქცია მილიარდ ადამიანს შეუძლია მიჰყიდოს მსოფლიო მასშტაბით და ეს პოტენციალი ჯეროვნად უნდა გამოიყენოს.

ეროვნული ვალუტის დევალვაცია ერთ--ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო ქვეყნისთვის გასულ წელს და კვლავ რჩება აქტუალურ თემად. რა გზებით ეხმარება EBRD-საქართველოს ამ და სხვა საკითხში?

EBRD-ი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის წახალისებისა და საქართველოს საბანკო სისტემისა და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესში, რომლის მაჩვენებელიც კვლავ ძალიან მაღალია – 68% დეპოზიტებში და 66% – სესხებში. 2014 წლის დასაწყისში ჩვენ ვიყავით პირველი ფინანსური ინსტიტუცია, რომელმაც ბონდი ქართულ ლარში გამოუშვა; წარმატებული ინიციატივა წელს ეროვნულ ვალუტაში გამოცემული მეორე ბონდით გაგრძელდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლარის გამყარების, ადგილობრივი ბაზრისადმი ნდობის გამყარების, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის.

ეროვნული ვალუტისადმი ნდობის დაბრუნება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მოლოდინი ტურიზმის სფეროში – ეს ის ფაქტორებია, რომლებზე დაყრდნობითაც, მიუხედავად გარე ფაქტორების კვლავ არასახარბიელო მდგომარეობისა, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2016 წლისთვის 2.6%-დან 3.4%-მდე შეცვალა. ბანკი ვარაუდობს, რომ 2017 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 3.9%-ს მიაღწევს.

EBRD-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. რა ფაქტორებზე დაყრდნობით აირჩიეთ ეს სფერო პრიორიტეტად? საქართველოს არ გააჩნია ნავთობისა და გაზის რესურსი, მაგრამ აქვს მაღალი მთები, მდინარეები, ქარი და მზე – ეს ყველაფერი კი განახლებადი ენერგიის უხვი წყაროა. ჩვენი პორტფოლიოს

50% ენერგეტიკის სფეროზე მოდის. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე დავაფინანსეთ ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოში ენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს, ასევე პირველი კერძო ჰიდროელექტროსადგური „ფარავანი“ და რაც მთავარია – შავი ზღვის ტრანსმისიის ხაზი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოს რეგიონულ ბაზრებზე ინტეგრაციისათვის და რომელიც ადგილობრივ ენერგომწარმოებლებს პოტენციურ ექსპორტის ბაზრებთან აკავშირებს.

EBRD-მა ასევე დააფინანსა დარიალისა და შუახევის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც ელექტროენერგიას უზრუნველყოფენ საქართველოსა და თურქეთისათვის შავი ზღვის ტრანსმისიის ხაზის საშუალებით. ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ენერგორესურსების განვითარების პროცესში და დაეხმარება მას საკუთარი ენერგოუსაფრთხოების გამყარებაში. 2016 წლის დასაწყისში EBRD-მა ხელი მოაწერა გორის ქარის ფერმის პროექტს – ბანკისათვის პირველ ქარის ფერმის პროექტს სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 20 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

EBRD-ი აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორის განვითარებაში. როგორ ეხმარებით მსხვილ კომპანიებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს?

EBRD-ისთვის კერძო ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი პორტფოლიოს 19% საქართველოში კორპორაციული სექტორის პირდაპირ მხარდაჭერაზეა მიმართული. ძლიერი ბიზნესსექტორი ფუნქციური და მდგრადი ეკონომიკური სისტემის ხერხემალია. პირდაპირი დაფინანსების, ადგილობრივი ბანკების საშუალებით ქვესესხების გაცემისა და ბიზნესკონსულტაციების გზით EBRD-ი განაგრძობს კორპორაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორები არიან და ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: ავერსი, რედიქს-ჰილტონ სასტუმროები, მარნეული/მარგებელი, ყვარლის ბაგა, კარფური, სმარტის სუპერმარკეტები, სასტუმრო ინტერკონტინენტალი, ვისოლი.

მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საქართველოში წახალისება, მხარდაჭერა და ფინანსებზე წვდომა სჭირდებათ. სპეციალურად შექმნილი პროგრამების სახით, რომელთაც მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გუნდი (ევროკავშირის დაფინანსებული) მართავს, EBRD-ი თავის კლიენტებს ადგილობრივ კონსულტანტებსა და საერთაშორისო მრჩევლებთან აკავშირებს, რომლებსაც შეუძლიათ, ბიზნესებს გარდაქმნაში დაეხმარონ.

EBRD-ი კვლავაც დაეხმარება საქართველოს, რათა ქვეყანამ შეასრულოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნები.

როგორ შეაფასებდით ფინანსური სექტორის განვითარებას საქართველოში?

მყარი და მოქნილი ფინანსური სექტორი ჯანსაღი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. საქართველოში ჩვენი პორტფოლიოს 30% ფინანსურ სექტორზეა მიმართული. წლების განმავლობაში EBRD-ი წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებისა და ზრდის პროცესში, რათა მას დღევანდელი სიმყარის სტადიამდე მიეღწია. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ბანკი აქტიურად იყო ჩართული და ხელს უწყობდა სექტორის გაძლიერებასა და ბიზნესებისათვის კრედიტების გაცემის უწყვეტობის შენარჩუნებას. ამ სექტორის წარმატებული განვითარების მაგალითია ის ფაქტი, რომ ჩვენი ადგილობრივი პარტნიორების – საქართველოს ბანკისა და თიბისის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

როგორ შეაფასებდით EBRD-ის ყოველწლიურ ბიზნესფორუმს, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა?

2015 წლის ბიზნესფორუმმა, რომელსაც 2500 სტუმარი ესწრებოდა 60 ქვეყნიდან, საქართველო უცხოელ ინვესტორებს კიდევ უფრო ახლოდან გააცნო. ქვეყანა სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. EBRD-ის ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის თვალსაზრისით – ამ პერიოდში თბილისის სასტუმროებმა უამრავ ვიზიტორს უმასპინძლა.

2015 წლის მაისში EBRD-მა საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესასოციაციებსა და დონორთა თემთან ერთად ინვესტორთა საბჭო ჩამოაყალიბა. რა არის საბჭოს მთავარი ამოცანები და რამდენად წარმატებულია ორგანიზაციის მუშაობა დღემდე?

ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს დიალოგის წარმართვის პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისათვის და ფოკუსირებულია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე ინვესტიციების გაზრდისა და ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. საბჭო ხელს უწყობს კორპორაციული სამთავრობო სტრუქტურების შემდგომ მიახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, რაც განსაკუთრებით დროულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან გამომდინარე. ეს შესანიშნავი ინიციატივაა და მოხარული ვარ, რომ ინვესტორთა საბჭოს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და მოწონება. ინიციატივამ უკვე მიაღწია საგრძნობ წარმატებას ბიზნესგარემოს ისეთი საკითხების ეფექტიანად მოგვარების კუთხით, როგორიცაა საგადასახადო რეფორმა, საჯაროდ ინფორმაციის გაზიარების მექანიზმი და გადახდისუუნარობის საკითხები.

როგორც ზემოთ აღნიშნეთ, იმისთვის, რომ წარმატებულად დასაქმდე, კარგი განათლება და ბევრი შრომაა საჭირო. პირადად თქვენს კარიერაზე რას იტყოდით? ბრუნო ბალვანერას პირველი ნაბიჯები EBRD-ში.

მექსიკის განვითარების ბანკში ვმუშაობდი. მექსიკა EBRD-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა და ბანკი ხშირად აწყობდა აქ ვიზიტებს, ორგანიზება კი მე მევალებოდა. როდესაც რიგით მესამე ვიზიტმა წარმატებულად ჩაიარა, EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა თავისთან მიხმო, შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადამიხადა და სამსახური შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ასე დავიწყე მუშაობა EBRD-ში 20 წლის წინ.

დაბოლოს, ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობთ. რა მოგწონთ ქვეყანაში ყველაზე მეტად და რის გამოსწორებას ისურვებდით?

საქართველოში პირველ რიგში მოგვწონს ის, რომ აქ თავს ევროპულ ქვეყანაში ვგრძნობთ, ქართველები ნამდვილი ევროპელები არიან. ამ ქვეყანაში ყველაფერი ტრენდულია. ჩემი მეუღლე და შვილები საქართველოში ბედნიერად ცხოვრობენ. 15 წლის ანდრეი და 7 წლის ედუარდი თბილისის კერძო სკოლებში სწავლობენ. განათლების სისტემა საქართველოში წარმატებულად ვითარდება, თუმცა უკეთესი შეიძლება იყოს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხით დაინტერესებულია.

ინტერვიუ ინგლისურ ენაზე.

 

წინა სტატია

Elit Electronics Weathers Economic Storm And Comes Out On Top
20 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

მაისში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 81%-ით შემცირდა
20 ივნისი, 2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი "გაერომ" ინოვატორ ქალთა შორის დაასახელა
ახალი ამბები ქართულად | მარ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა