ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა ევრო და გირვანქა სტერლინგი გააუფასურა

23 ივნისს ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 52%-მა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგი გირვანქა სტერლინგის და ევროს კურსზე სწრაფად აისახა, დოლარის მიმართ სტერლინგი 0.12 პუნქტით გაუფასურდა და ამ დროისთვის 1.36-ია, რაც ბოლო 30 წლის მინიმუმია. ევროს კურსი დოლარის მიმართ 0.03 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევრო 1.10 დოლარი ღირს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახა ნავთობის ფასებზეც, ნავთობი 5%-ით გაიაფდა და ბარელი ნავთობი 49 დოლარი ღირს.

წინა სტატია

Visa და Bradesco რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მომხმარებელს გადახდის ახალ მეთოდს სთავაზობენ
23 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

სტოკჰოლმი - ყველაზე "ქულ" დედაქალაქი
24 ივნისი, 2016
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა