წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში თურქეთში მხოლოდ 41 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.82%-ით ნაკლებია. ინფორმაციას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც წესი, მაისში, თურქეთში რუსი ტურისტების ნაკადი მკვეთრად იზრდება. უწყების ინფორმაციით, მაგალითად, 2015 წელს ქვეყანაში 501 ათასზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო 2014 წელს - 695 ათასი. რუსეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებამ და ჩარტერული რეისების გაუქმებამ ტურისტული მიმოსვლის თითქმის სრული პარალიზება გამოიწვია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთში მხოლოდ 138 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა,

ზოგადად, თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა თითქმის ყველა ქვეყნიდან შემცირდა. წელს ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთში კოსოვოდან, ლიტვადან, ალბანეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან ჩავიდა. 

წინა სტატია

24/7 Space by Procredit Bank offers innovative, independent banking
29 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

ფინანსთა სამინისტრომ 75 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
29 ივნისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა