ფინანსთა სამინისტრომ 75 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ 75 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღეს, 29 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 75 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ერთ-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 177 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.0 პროცენტით, მაქსიმალური 7.29 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 7.18 პროცენტით განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი იკლებს, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით ერთ წლიანი ვალდებულებების წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *