ივნისში საქართველოში 16 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

ივნისში საქართველოში 16 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2015 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივნისში 197 573 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ივნისში 228 866. იანვარ-ივნისში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 18% შეადგინდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის ივნისთან შედარებით 4.1%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივნისში 496 794 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ივნისში კი 517 038. იანვარ-ივნისში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 13% შეადგინდა.

ივნისში ყველაზე მეტი (115 277) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 107 463 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 105 683 ვიზიტორით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *