ლარის გაცვლითი კურსი

ივნისში ლარმა აშშ დოლარის მიმართ ბოლო 1 წლის მინიმალურ ნიშნულს – 2.12-ს მიაღწია და სწრაფად დაიწყო გაუფასურება. 8%-იანი გაუფასურების შემდეგ ლარი ბაზარზე 2.3 აშშ დოლარის ფარგლებში ივაჭრება. BREXIT–ი ლარის გაუფასურების ყველაზე ხშირად გამოყენებული ასახსნელი ფაქტორია. თუ შევხედავთ, რა დაემართა სხვადასხვა ვალუტას აშშ დოლართან მიმართებით, ვნახავთ, რომ ლარის გაუფასურებასა და BREXIT-ს შორის ურთიერთკავშირის დადგენა ყველაზე „ადვილია“. უპირობოა, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებმა „დააჩქარა“ ლარის გაუფასურება. გრაფიკზე მოცემული სხვადასხვა ვალუტის გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ მეტყველებს, თუ რა როლი ენიჭება მოლოდინს გაცვლითი კურსის ფორმირებაში, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა მხოლოდ საგარეო ფაქტორებით არ განისაზღვრება.

გაცვლითი კურსის გამყარების მოლოდინმა „აიძულა“ ფიზიკური და იურიდიული პირები 240 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში დაეკონვერტირებინათ. რამდენად გვექნება უკუკონვერტაციის პროცესი და რა გავლენას მოახდენს ის გაცვლით კურსზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი. ამ დროისათვის საქართველოს სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვის შედეგად სებ- მა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 220 მლნ აშშ დოლარით გაზარდა, ეროვნული ბანკის ჩარევამ შეამსუბუქა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან გაცვლითი კურსის გამყარებაზე გაზრდილი ზეწოლა და ეკონომიკას ლარის რესურსი მიაწოდა, რაც მნიშვნელოვანია შემცირებული ინფლაციის ფონზე.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ეროვნულ ვალუტაზე 10%- დან 7%-მდე დადებითად აისახება ლარის რესურსების ხელმისაწვდომობასა და ინფლაციაზე. უცხოურ ვალუტაზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა 10% - დან 15%-მდე კი ამცირებს უცხოური ვალუტის დეპოზიტების „მიმზიდველობას“ და წარმოშობს ალტერნატიული ინვესტიციების განხორციელების სურვილს, რაც შეიძლება კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად იქცეს. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება ხელს შეუწყობს დოლარიზაციის შემცირებას გრძელვადიან პერიოდში, თუმცა მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია შეამციროს უცხოური ვალუტის მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე.

ლარის გამყარება 2.12 ნიშნულამდე და შემდეგ გაუფასურება 2.3-მდე, დიდწილად შექმნილმა მოლოდინმა და აჟიოტაჟურმა ქცევამ განაპირობა. მომავალ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზირება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორების უგულებელყოფის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით ცვალებადი ეკონომიკური მაჩვენებლები და საარჩევნო წელი ხელს უწყობს კურსის მაღალ მერყეობას. ამ პირობებში ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნება მნიშვნელოვანი აჟიოტაჟური ქმედებების ზეგავლენის შესამსუბუქებლად.

წინა სტატია

“ხელოვნება მობილურ ფოტოგრაფიაში” - Huawei P9 საქართველოს ბაზარზე შემოდის
05 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

როგორ აქცია ალი ვებმა Drybar-ი $70-მილიონიან ბიზნესად
06 ივლისი, 2016
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს
საქართველო | დეკ, 25, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა