რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი?

კომპანია MasterCard-ი ყოველწლიურად აწარმოებს კვლევას (Global Destinations Cities Index), თუ რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი უცხოუელი ტურისტი. კვლევა 132 დიდ ქალაქს მოიცავს. 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 18.8 მილიონი ტურისტი ინგლისის დედაქალაქს - ლონდონს ესტუმრა. მეორე ადგილზეა ტაილანდის დედაქალაქი - ბანგკოკი 18.2 მილიონი ტურისტით. 2012-2013 წლებში ბანგკოკი ლონდონსაც უსწრებდა. მესამეზე კი პარიზია 16 მილიონი ტურისტით.

ტურისტების რაოდენობა ყველაზე სწრაფად (21%-ით) შრი ლანკას დედაქალაქ კოლომბოში მატულობს. ზოგადად, აზიაში ტურიზმის სწრაფად ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა. ტურისტების რაოდენობის მხრივ 10 ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქს შორის 7 აზიური ქალაქია. 

წინა სტატია

ინკლუზიური განვითარება ქართულად
11 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

10 უსწრაფესად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა
12 ივლისი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა