კოხის ბოთლები

ღვინის უდიდესი კოლექციონერი ამერიკაში თავისი $15-მილიონიანი აუქციონიდან რამდენიმე ნარჩევ ბოთლს “კორპს აძრობს”.

"მარტივ არითმეტიკას მივმართე”, – ამბობს მილიარდერი მეწარმე ბილ კოხი. თავისი მსხვილი ღვინის კოლექციის ლამის ნახევარს Sotheby’s-ის სამდღიან აუქციონზე ყიდის, რომელიც 19 მაისს დაიწყო. “43,000 ბოთლზე მეტი მაქვს. 150 წელი დამჭირდება, ყველა მათგანი რომ დავლიო. მაგრამ 76 წლის ვხდები და ამისთვის ბევრი დრო აღარ დამრჩენია”.

ნავარაუდევია, რომ კოხის ღვინის (რასაც ორ მარანში – პალმ-ბიჩსა და კეიპ-კოდში – ინახავს) გაყიდვა $10.5 მილიონიდან $15 მილიონამდე მოიტანს; მათგან ზოგი ექსტრაორდინარული რაოდენობითაა წარმოდგენილი, მათ შორის ნახავთ 1982 წლის ექვს მაგნუმ Pétrus-ს, რომლებიც ერთად $42,000-დან $60,000-მდეა შეფასებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოთლების რაოდენობა 20,000-ს სცდება, კოხის თქმით, მყიდველები საკუთარ გემოვნებას უნდა ენდონ და არა მეღვინის რეპუტაციას. “ზოგს Bordeaux თევზთან ერთად მოსწონს, ზოგი კი თეთრ ღვინოს ხორცთან მიირთმევს. მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო, ვისი გემოვნებაა უკეთესი?! ეს ხელოვნების ნიმუშების თვალიერებასავითაა”.

წინა სტატია

ელექტრომობილების ერა
13 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ტურიზმი: პოტენციალი, რეალობა და გამოწვევები
14 ივლისი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა