რომელი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება ყველაზე მეტად

ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის დონეს გამოხატავს წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავალი. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონეებს შორის სხვაობა. კეთდება დაშვება, რომ 1 აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს.

მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2015 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მეტად ირლანდიაში გაიზარდა - 4 249 დოლარით. შემდეგ მოდის ლუქსემბურგი - 2 953 დოლარით და შემდეგ მალტა - 2 169 დოლარით. ცხრილში მოცემული 20 ქვეყნიდან, 2014 წელს ყველაზე დაბალი შემოსავალი (13 880) პალაუში იყო. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტის და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, მიუხედაად იმისა, რომ 2015 წელს ჩინეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალმა მხოლოდ 977 დოლარით მოიმატა.

ცხრილი - ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2014-2015 წლებში და შემოსავლის ზრდა, (PPP) აშშ დოლარი:

 

წინა სტატია

ორთქლად ქცეული
21 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

თურქული ლირას კურსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
21 ივლისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა