ახლო მომავალში Pokemon Go-ს კონკურენტი არ ეყოლება

ახლო მომავალში Pokemon Go-ს კონკურენტი არ ეყოლება

გეიმერები Pokemon Go-ს კონკურენტი თამაშის შექმნას უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდონ. Sony-ს ტოპ-მენეჯერები და  Angry Birds Rovio-ს შემქმნელები თვლიან, რომ Pokemon Go-სთან კონკურენცია ამ ეტაპზე ძალიან რთული ამოცანაა და არ ღირს.

ტარდება კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გახდა Pokemon Go-ს ასეთი წარმატების მიზეზი. “ახლა არ არის შესაფერისი მომენტი ახალი თამაშის გამოშვებისთვის, რომელსაც რეალობის ელემენტებს შეიცავს“, – განაცხადა N3twork-ის ხელმძღვანელმა და Electronic Arts-ის ყოფილმა მმართველმა ნილ იანგმა. „ეს ნიშა უკვე დაკავებული აქვს Pokemon Go_ს”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *