ფორდი პირველი თვითმავალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს

Ford Motor Company უახლოესი 5 წლის განმავლობაში პირველი თვითმავალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, მანქანას არც საჭე და არც პედლები ექნება. „ფორდში“ აცხადებენ, რომ თვითმავალი ავტომობილების მომხმარებელი პირველ ეტაპზე მომსახურების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, რითაც თანხას დაზოგავენ და დაქირავებული მძღოლებისთვის ხელფასის გადახდა აღარ მოუწევთ. „ვფიქრობთ, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალება ისეთივე გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე, როგორც ეს 100 წლის წინ „ფორდის“ მიერ გამოშვებულმა კონვეიერმა შეძლო“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ფილდსმა.

„ფორდის“ გარდა, თვითმავალ ავტომობილზე კიდევ რამდენიმე ამერიკული კომპანია, მათ შორის „ტესლა“ და “ლიფტი“ მუშაობს. 

წინა სტატია

ყავის კულტი
18 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

ოლიმპიური თამაშებისთვის SES-ის თანამგზავრების სიმძლავრეზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა
19 აგვისტო, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა