Apple-ი ახალ პროდუქტებს 7 სექტემბერს წარადგენს

Apple-მა ახალი პროდუქტების წარდგენის თარიღი - 7 სექტემბერი დაასახელა. საზოგადოება პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონის, iPhone 7-ის სხვადასხვა მოდელების წარდგენას ელის. სავარაუდოდ მოხდება სხვა პროდუქტების, Apple Watch 2-ის და ახალი MacBook Pro-ს წარდგენაც. შესაძლოა Apple-მა შემოინახოს დასახელება iPhone 7 2017 წლის მოდელებისთვის და 7 სექტემბერს წარსადგენ მოდელს iPhone 6 SE-ს დაარქვას, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარაუდია.

პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების ყურება livestream-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. Apple-ი ახალი პროდუქტების წარსადგენად უკვე მეხუთე წელია სექტემბრის თვეს ირჩევს. 

წინა სტატია

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 2.1 პროცენტით გაიზარდა
30 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

ფედერერი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელია
31 აგვისტო, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა