ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე წლიურ გეგმაზე მეტი დახარჯა

ენერგეტიკის სამინისტრომ უკვე წლიურ გეგმაზე მეტი დახარჯა

საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით ენერგეტიკის სამინისტროს ხარჯებმა 144 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც 9 მილიონით აღემატება სამინისტროს წლიურ (12 თვის) გეგმას – 135 მილიონ ლარს. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს წლიური ბიუჯეტის გეგმის ზრდა გარდაუვალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამინისტროს მე-4 კვარტლის გეგმა 39 მილიონი ლარია, წლიური ბიჯეტი მინიმუმ 50 მილიონი ლარით არის გასაზრდელი.

გეგმაზე მეტის დახარჯვა ფინანსური აქტივების მუხლის ზრდამ გამოიწვია. აღნიშნული მუხლით 3 კვარტლის გეგმაზე 43 მილიონი ლარით მეტია დახარჯული. პროგრამულად ჩაშლილი ბიუჯეტიდან ჩანს, რომ ფინანსური აქტივები დაგეგმილზე მეტად გაიზარდა სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით.

ცხრილი – ენერგეტიკის სამინისტროს 3 კვარტლის ბიუჯეტის გეგმა და ხარჯი 2 სექტემბრის მდგომარეობით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *