საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გეგმა 56 მილიონი ლარით გაიზარდა

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გეგმა 56 მილიონი ლარით გაიზარდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პირველი 3 კვარტლის ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გეგმა 52.7 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 22.7 მლნ ლარი სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, პენსიების ხარჯების გეგმა შემცირდა 1 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა 14 მილიონი ლარით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გეგმა 6.1 მილიონი ლარით, ხოლო შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის ხარჯი 1.4 მლნ ლარით შემცირდა.

ჯანდაცვის პროგრამის გეგმის ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტმა ხარჯმა განაპირობა. 3 კვარტლის გეგმა 509.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა, როცა წლიური გეგმა 570 მილიონი ლარია. ეს ნიშნავს, რომ წლიური გეგმა დაახლოებით 80 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს.

ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის 3 კვარტლის ბიუჯეტის პირვანდელი და შეცვლილი გეგმები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *